Content Creator GEO
- Hybrid
- Tbilisi, Tbilisi, Georgia
- Marketing
Job description
Academy of the Digital Industries - კონტენტისა და ორგანული ზრდის მენეჯერი
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგი, დიზაინი, პროგრამირება და სხვა სფეროები.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
ვეძებთ კრეატიულ და მიზანდასახულ ვიდეო კონტენტ კრეატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მარკეტინგის გუნდს. აღნიშნულ პოზიციაზე კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ისეთი კონტენტის შექმნასა და გავრცელებაზე, რომელიც თანხვედრაშია ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიასთან ADI-ის სხვადასხვა არხზე (Facebook; Instagram; Tiktok; Youtube)
ეს არის performance-driven როლი, სადაც შედეგები იზომება როგორც კონტენტის რაოდენობით, ისე მისი ეფექტურობით
ძირითადი მოვალეობები
ვიდეო კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და განხორციელება.
კონტენტის შექმნა და გავრცელება (იდეის გენერირებიდან - განთავსებამდე).
ტრენდების მონიტორინგი და მათი სწრაფი ინტეგრაცია კონტენტში.
ვიდეოების მონტაჟი არხის და Safe ზონების შესაბამისად.
კონტენტის თვიური რეპორტინგი.
ეფექტიანობის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია ანალიტიკაზე დაყრდნობით.
კონტენტ მენეჯერთან და მარკეტინგის გუნდთან აქტიური თანამშრომლობა.
Job requirements
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1–3 წლიანი გამოცდილება ვიდეო კონტენტის შექმნაში
TikTok, Instagram Reels და YouTube Shorts პლატფორმების კარგი ცოდნა
ვიდეო მონტაჟის გამოცდილება (CapCut, Premiere Pro ან მსგავსი)
სოციალური მედიის ტრენდებისა და ალგორითმების ცოდნა
კრეატიული აზროვნება და იდეების სწრაფად გენერაციის უნარი
სწრაფი მუშაობის და deadline-ების დაცვის უნარი
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ქართულ ენაზე ძლიერი კომუნიკაციის უნარი
რას გთავაზობთ:
მეგობრული სამუშაო გარემო (მართლა!)
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა
შეუზღუდავი წვდომა ჩვენს პლატფორმის კურსებზე
ფასდაკლება ოჯახის წევრებისთვის
მიმზიდველი Referral პროგრამა
ჯანმრთელობის დაზღვევა
or
All done!
Your application has been successfully submitted!
You've already applied for this job
We appreciate your interest in this position. Unfortunately, you have already applied for this job.

