Skip to content

Content Manager GEO

  • On-site
    • Tbilisi, Tbilisi, Georgia
  • Marketing

Job description

Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგი, დიზაინი, პროგრამირება და სხვა სფეროები.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა
Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

გაქვთ კრეატიული ხედვა და უნარი, შექმნათ შთამბეჭდავი ციფრული კონტენტი? ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ვეძებთ ამბიციურ, კრეატიულ და მონაცემებზე ორიენტირებულ კონტენტ მენეჯერს საქართველოს გუნდისთვის.

ამ პოზიციაზე თქვენ იქნებით ჩვენი ციფრული გუნდის საკვანძო წევრი. როგორც კონტენტ მენეჯერი, თქვენ უხელმძღვანელებთ ADI Georgia-ს კონტენტის დაგეგმვას, განვითარებას და მართვას. თქვენი კრეატიული გამოცდილება დაგვეხმარება შევქმნათ ისეთი კონტენტი, რომელიც არა მხოლოდ მოიზიდავს აუდიტორიას, არამედ გაზრდის ტრეფიკს და დაგვეხმარება ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში.

 
ძირითადი მოვალეობები

  • კონტენტის საერთო სტრატეგიის შემუშავება და განახლება კომპანიის მიზნებისა და ბრენდის გაიდლაინების შესაბამისად

  • კონტენტის მიზნებისა და ეფექტიანობის ინდიკატორების განსაზღვრა (engagement, reach, traffic, conversion), რედაქციული კალენდრის მართვა (კვირეული/თვიური დაგეგმვა)

  • კონტენტის გადამოწმება გამოქვეყნებამდე ხარისხისა და ბრენდთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და მისი ადაპტაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის (Instagram, Facebook, TikTok და სხვ.)

  • ბრენდის ტონის, მესიჯინგისა და ვიზუალური კომუნიკაციის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა

  • TikTok კონტენტის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება (ფორმატები, hooks, ტრენდები, სცენარები)

  • ვიდეოს სცენარების მომზადება და TikTok-ის პოსტინგის კალენდრის მართვა

  • კონტენტის შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიცირება

  • ინფლუენსერ მარკეტინგის აქტივობების კოორდინაცია (brief-ები, კონტენტის ფორმატები, deliverables)

  • ინფლუენსერებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა და კონტენტის ვადებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

  • შედეგების კონტროლი (წვდომა, engagement, leads)

  • ვებსაიტის კონტენტის განახლება და მართვა (კურსების აღწერები, landing page-ები, CTA-ები)

  • ვებსაიტზე ახალი კურსების/პროდუქტებისთვის კონტენტის მომზადება.

  • ვებსაიტის მესიჯინგის შესაბამისობის უზრუნველყოფა ბრენდის გაიდლაინებთან და მარკეტინგულ კომუნიკაციასთან.

  • დიზაინერებთან და ვიდეოკრეატორებთან თანამშრომლობა მაღალი ხარისხის მასალების შესაქმნელად

  • კონტენტის ბრიფების მომზადება (მიზანი, ძირითადი მესიჯი, ფორმატი, ვადაები)

  • კონტენტის შედეგების ანალიზი (engagement, traffic, conversion) და ოპტიმიზაცია.

  • მონაცემებისა და ანალიზის საფუძველზე მესიჯინგისა და კონტენტის ფორმატების ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

  • საჭიროების შემთხვევაში კონტენტთან მიდგომების ტესტირებისა და ოპტიმიზაციის მხარდაჭერა.

  • მარკეტინგის ხელმძღვანელისთვის (საქართველო) რეგულარული განახლებებისა და ანგარიშგების მიწოდება.

  • კონტენტის მიწოდების პროცესზე პასუხისმგებლობის აღება და პროაქტიურად გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.

  • ახალი კონტენტ-ტრენდების, კონკურენტთა აქტივობისა და საუკეთესო პრაქტიკებისთვის თვალყურის დევნება.

  • რელევანტური ინსაითების ინტეგრაცია ADI-ს კონტენტის მიმართულებაში.

Job requirements

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 4+ წლიანი გამოცდილება Social Media Manager-ის ან Content Creator-ის პოზიციაზე

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა + ქართული მშობლიურ ენაზე

  • სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნისა და განხორციელების სიღრმისეული ცოდნა.

  • კონტენტის შექმნის ტექნიკების საფუძვლიანი ცოდნა

  • სხვადასხვა პლატფორმების (Meta, LinkedIn, TikTok, YouTube და სხვ.) კარგად ცოდნა

  • ამოცანების მართვის პლატფორმების ცოდნა (Monday.com, Trello და სხვ.)

  • მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა და კონტენტის ანალიტიკის გამოცდილება

  • ტრატეგიული დაგეგმვისა და დროის მართვის ძლიერი უნარები

  • ლიდერული უნარები.

  • ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • მეგობრული სამუშაო გარემო

  • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა

  • შეუზღუდავი წვდომა ჩვენი პლატფორმის კურსებზე და ფასდაკლებები ოჯახის წევრებისთვის)

  • შიდა სწავლებისა და განვითარების პროგრამები

  • მიმზიდველ რეფერალური პროგრამა

  • წლიურ კომპანიის ღონისძიებებს და სხვა ლოკალურ ივენთებს

or