Skip to content

Digital Advertiser Mentor GEO

  • Hybrid
    • Tbilisi, Tbilisi, Georgia
  • Operations

Job description

About Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა
Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ციფრული სამყარო მუდმივად ვითარდება და მასთან ერთად იცვლება მომხმარებელთან კომუნიკაციის გზებიც. ADI-ში ჩვენ ვეძებთ ციფრული რეკლამირების (Digital Advertising) ექსპერტს, რომელიც მზად არის, საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება მომავალ პროფესიონალებს გაუზიაროს.

თქვენი როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული მასალის მიწოდებით - თქვენ იქნებით გზამკვლევი, რომელიც სტუდენტებს ასწავლის, როგორ მართონ სარეკლამო კამპანიები ყველა წამყვან პლატფორმაზე (Meta, Google, TikTok, LinkedIn). თქვენი დახმარებით, ისინი შეძლებენ მონაცემების ანალიზს, ბიუჯეტის ეფექტურ განაწილებას და მაღალკონვერსიული სტრატეგიების შემუშავებას.

ძირითადი მოვალეობები

  • სტუდენტებთან ერთად ნამდვილი სარეკლამო კამპანიების გარჩევა, შეცდომების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაციის გზების დასახვა

  • სტუდენტების მიერ მომზადებული სარეკლამო სტრატეგიებისა და კრეატივების დეტალური შეფასება მათი პროფესიული ზრდისთვის

  • სტუდენტების დახმარება კურსის განმავლობაში საკუთარი "Live" კამპანიების დაგეგმვასა და გაშვებაში

  • გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სტუდენტებისთვის, 

  • ონლაინ და/ან ფიზიკური ვორქშოფების ჩატარება, სტრუქტურირებული სილაბუსის მიხედვით, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს.

  • სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;

  • ჩართულობის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;

  • დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება.

Job requirements

  • ციფრული მარკეტინგისა და რეკლამირების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი

  • რეკლამების მართვის, ოპტიმიზაციისა და მასშტაბირების სიღრმისეული ცოდნა ყველა წამყვან პლატფორმაზე: Meta Ads Manager, Google Ads, TikTok Ads, LinkedIn Ads;

  • მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების პრაქტიკული ცოდნა (Google Analytics 4, GTM, Pixel) და კამპანიების ეფექტურობის გაზომვის უნარი (ROAS, CPA, CTR);

  • რეკლამის ბიუჯეტირების, აუდიტორიების სეგმენტაციისა და სრული მარკეტინგული ძაბრების (Sales Funnels) აგების გამოცდილება;

  • სტუდენტების ან გუნდების სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

  • ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;

  • კარგი კომუნიკაციის და გადმოცემის უნარი (ქართული ენა);

  • სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

  • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;

  • 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;

  • ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;

  • სწავლებისა და განვითარების პროგრამას;

  • რეფერალ პროგრამას;

  • კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.

or