Skip to content

Mentor Frontend Developer GEO

  • Hybrid
    • Tbilisi, Tbilisi, Georgia
  • Operations

Job description

About Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა
Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ Full Stack დეველოპერს მენტორის პოზიციაზე, რომელიც გაუძღვება Web Development-ის, React-ისა და JavaScript-ის კურსებს.

მენტორის მთავარი მიზანია პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა. თქვენი დახმარებით, სტუდენტები შეძლებენ განივითარონ ალგორითმული და სტრატეგიული აზროვნება, ტექნიკური კრეატიულობა და ის თავდაჯერებულობა, რაც აუცილებელია თანამედროვე ვებ-აპლიკაციების სრულყოფილი, პროფესიონალური მართვისა და დეველოპმენტისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით -სწავლება რეალური ქეისების გამოყენებით;

  • როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ გარემოში ვორქშოპების ჩატარება;

  • სხვისი კოდის ანალიზის, შეცდომების პოვნის და კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) მიცემა;

  • სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;

  • ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;

  • დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება;

Job requirements

ძირითად მოთხოვნები:

  • Front-end დეველოპერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 5+ წელი

  • JavaScript-ის, HTML5-ის და CSS3-ის ( სრულყოფილი ფლობა. ერთ-ერთი თანამედროვე ფრეიმვორქის (React, Vue, ან Angular) ექსპერტულ დონეზე ცოდნა.

  • ვერსიების კონტროლის სისტემებთან (მაგ. Git ან მსგავსი) მუშაობის გამოცდილება;

  • რთული ტექნიკური საკითხების (მაგ: Closures, Event Loop, Asynchronous programming) გასაგები ენით ახსნის უნარი დამწყებთათვის.

  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები

  • სწავლებისა და მენტორობის მიმართ ინტერესი და უნარი, სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის შესაძლებლობით

  • სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ეფექტურად მუშაობის უნარი
    მენტორობის ან ტრენინგის გამოცდილება პლიუსად ჩაითვლება, თუმცა სავალდებულო არ არის

  • ქართული ენის მშობლიურ დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

  • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;

  • 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;

  • ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;

  • სწავლებისა და განვითარების პროგრამას;

  • რეფერალ პროგრამას;

  • კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.

or