Mentor Graphic Design GEO
- On-site
- Tbilisi, Tbilisi, Georgia
- Operations
Job description
About Academy of the Digital Industries
ციფრული ინდუსტრიის აკადემია (ADI) დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა -თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში -გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.
2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.
Role Overview
ვეძებთ გამოცდილ გრაფიკული დიზაინის მენტორს, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო გამოცდილებას. საუკეთესო კანდიდატი იქნება გრაფიკული დიზაინის ექსპერტი, რომელსაც აქვს პროფესიული გამოცდილება ვიზუალური კომუნიკაციის, ბრენდინგის, სარეკლამო და ციფრული დიზაინის მიმართულებით. მას შეეძლება სტუდენტებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაში დახმარება, რომლებიც მათ რეალურ სამუშაო გარემოში გამოადგებათ.
მენტორი სტუდენტებს შეასწავლის გრაფიკული დიზაინის ძირითად და მოწინავე მიმართულებებს, მათ შორის დიზაინის პრინციპებს, კომპოზიციას, ფერთა თეორიას, Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს, ბრენდინგსა და ციფრული თუ ბეჭდური დიზაინის შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა AI ინსტრუმენტების გამოყენებას, პრაქტიკულ დავალებებსა და რეალურ პროექტებზე მუშაობას.
Main Responsibilities
გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას.
წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.
ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები „Learning by Doing“ მიდგომით
Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის პრაქტიკული გამოყენების სწავლება;
სტუდენტების დახმარება ბრენდინგისა და ციფრული თუ ბეჭდური დიზაინპროექტების შექმნაში;
AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება დიზაინის პროცესის გასამარტივებლად და ოპტიმიზაციისთვის;
პრაქტიკული დავალებებისა და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობების მომზადება;
სტუდენტების ნამუშევრების შეფასება და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება;
სტუდენტების ჩართულობისა და ინტერაქციული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა;
გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებისა და პრაქტიკების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.
Job requirements
გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;
Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
დიზაინის ძირითადი პრინციპების, კომპოზიციისა და ფერთა თეორიის საფუძვლიანი ცოდნა;
ბრენდინგისა და ციფრული თუ ბეჭდური დიზაინის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;
AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება და მათი დიზაინის პროცესში ინტეგრირების უნარი;
სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი.
ვორქშოფების, ლექციების ან კორპორატიული ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რთული ტექნიკური საკითხების ნათლად, მარტივად და საინტერესოდ ახსნის უნარი.
ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
სხვადასხვა დონის სტუდენტებთან ეფექტურად მუშაობის უნარი -სრულად დამწყებებიდან მოწინავე მომხმარებლებამდე.
ქართული ენის თავისუფალი ფლობა.
What do we offer?
მეგობრულ სამუშაო გარემოს
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას
20%-იანი ფასდაკლებას Terminal-ის ქოურკინგ სივრცეზე
შეუზღუდავ წვდომას ჩვენს კურსებზე (და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის)
შიდა სწავლების და განვითარების პროგრამებს
მიმზიდველ რეფერალურ პროგრამას
- Tbilisi, Tbilisi, Georgia
or
All done!
Your application has been successfully submitted!
You've already applied for this job
Thank you for your interest - we've already received your application, so this new submission can't be accepted. Your previous application is on file.

