WordPress Ecommerce Developer Mentor GEO
- Hybrid
- Tbilisi, Tbilisi, Georgia
- Operations
Job description
About Academy of the Digital Industries
ADI დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა — თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში — გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.
2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.
პოზიციის შესახებ
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ WordPress E-commerce დეველოპერს, რომელსაც სურს თავისი პრაქტიკული ცოდნა გაუზიაროს სტუდენტებს .
ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე E-commerce-ის წარმატების გასაღები მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არაა — არამედ შესაძლებლობა, შექმნა მაღაზია, რომელიც რეალურად მუშაობს, იზიდავს მომხმარებლებს და ზრდის გაყიდვებს.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც კარგად იცნობს WordPress, WooCommerce, პლაგინებისა და თემების კონფიგურაციას, გადახდის სისტემების ინტეგრაციას, და შეუძლია აუხსნას სტუდენტებს, როგორ ააწყონ და განავითარონ სრული ფუნქციონალის მქონე ონლაინ მაღაზია ნულიდან.
ძირითადი მოვალეობები
გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სტუდენტებისთვის,
ონლაინ და/ან ფიზიკური ვორქშოფების ჩატარება, სტრუქტურირებული სილაბუსის მიხედვით, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს.
ნულიდან ონლაინ მაღაზიის შექმნის სწავლება, მათ შორის პროდუქტის გვერდების, კალათის, გადახდის სისტემების და მომხმარებლის პანელის მართვა.
responsive დიზაინის, UI/UX პრინციპებისა და საიტის ოპტიმიზაციის საკითხების დაფარვა.
პრაქტიკულ დავალებების და რეალურ პროექტების განხილვა, რათა სტუდენტებმა შექმნან ფუნქციონალური ონლაინ მაღაზიები და პორტფოლიოები.
სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტექნიკური უნარების ხელშეწყობა.
მჭიდრო თანამშრომლობა აკადემიის გუნდთან, რათა უზრუნველყოთ კურსის ხარისხი და თანამედროვე მიდგომები.
Job requirements
მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება WordPress და E-commerce პლატფორმებთან.
რეალური WordPress E-commerce პროექტების პორტფოლიო.
სტუდენტების ან გუნდების სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სწავლების მიმართ ინტერესი და სტუდენტების მოტივირების და შთაგონების უნარი;
ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
კარგი კომუნიკაციის და გადმოცემის უნარი (ქართული ენა);
სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;
სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
რეფერალ პროგრამას;
კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს;
or
All done!
Your application has been successfully submitted!
You've already applied for this job
We appreciate your interest in this position. Unfortunately, you have already applied for this job.

